როდის აფეთქდება შავი ზღვა

პრობლემა:
შავი ზღვის სიღრმე საშუალოდ 220 მეტრია.ამჟამად მისი მხოლოდ ზედა 100 მეტრიანი ფენაა ჟანგბადის შემცველი და მაშასადამე სიცოცხლის მატარებელიც.ქვედა ფენა კი ფაქტიურად მკვდარია-მოწამლულია გოგირდწყალბადით.1980-ანი წლებიდან ყოველწლიურად გოგირდწყალბადის დონე ზღვაში იწევს ზევით ორი მეტრით,თანაც რაც უფრო იზრდება მისი დონე,მით უფრო ჩქარდება ეს პროცესი.ამასთანავე არ მოჩანს ამ საბედისწერო პროცესის ბუნებრივი გაწონასწორების პერსპექტივა,თუ არ შეწყდა გოგირდწყალბადის გამოყოფა ზღვაში.
მიზეზი:
საქმე ის გახლავთ,რომ შავ ზღვას აქვს ერთობ ვიწრო და მეჩეჩიანი ყელი-ბოფორის სრუტე(სიგრძე-30 კმ. სიგანე-3700-750მ,სიღრმე 27,5-121 მეტრი)რომელშიც ორი დინება შეინიშნება:ზედა-შავი ზღვიდან მარმარილოს ზღვისაკენ და ქვედა-მარმარილოს ზღვიდან შავი ზღვისკენ.ზედა დინებას გააქვს წელიწადში 325 მ3 წყალი მარმარილოს ზღვაში.ქვედას შემოაქვს 173 კმ.კუბი წყალი.ზედა დინებას გადააქვს შავი ზღვის წყალი ზედა ფენიდან,რომელიც არ არის (ჯერ-ჯერობით)მოწამლული გოგირდწყალბადით.

სავალალო შედეგი:
თუ არ მოხდება ზემოთხსენებულ საბედისწერო პროცესში ხელოვნური ჩარევა,რამდენიმე ათეულ წელიწადში არნახული ეკოლოგიური კატასტროფის მომსწრენი გავხდებით.შავი ზღვა მოიწამლება გოგირდწყალბადით და მასში სიცოცხლე შეწყდება.ზღვის სიკვდილი კი თავისთავად ეკოლოგიური კატაკლიზმია,ხოლო თუ ამას ზედ დაერთო კიდევ გოგირდწყალბადის აფეთქებაც(რაც შესაძლოა მოყვეს ძლიერ მიწისძვრას)მაშინ ატომური აფეთქების მაგვარი უბედურება დაგვატყდება თავს.ამ დროს წარმოიშვება ცად ატყორცნილი უდიდესი მასა გოგირდ მჟავასი,რომელიც მერე მომაკვდინებელ წვიმად მოევლინება დედამიწას

ისტორიის ფურცლებიდან


1996 წლის 31 ოქტომბერს ბულგარეთის,რუმინეთის,რუსეთის,საქართველოსა და უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრები ერთმანეთს სტამბულში შეხვდნენ,სადაც ხელი მოეწერა შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას,ყველაზე უფრო ყოვლისმომცველ პროგრამას,რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ზღვის გადასარჩენად ოდესმე შექმნილა.
შავი ზღვის გარემოსდაცვითი პროგრამის (BSEP) მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა კიდევ ერთხელ ცხადყო,რომ შავი ზღვის გარემო სავალალო მდგომარეობაშია,მაგრამ თან დაგვანახა,რომ სიტუაცია სულ მთლად უიმედო არ არის-შავი ზღვის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.დოკუმენტი,რომელსაც ხელი მოეწერა,უბრალო შეშფოთების განცხადება არ არის.ამ დოკუმენტში ის ღონისძიებებია გათვალისწინებული,რომლებიცდაბინძურების წყაროებს კონტროლს გაუწევს.
სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია.ზღვის დაბინძურება საერთაშორისო საზღვრებს არაფრად აგდებს.ზღვის დაბინძურებაში რეგიონის არცერთი ქვეყანა არ არის უდანაშაულო.აგრეთვე სახელმწიფო თავს ვერ დაიცავს დაბინძურების უარყოფითი შედეგების ზეგავლენებისაგან ქვეყნის ეკონომიკაზე თუ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
შტრატეგიულ გეგმაზე ხელის მოწერით ქვეყნებმა მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება-იმუშაონ მთელს რეგიონში 160 მილიონი ადამიანის კეთილდღეობისათვის.
ამ მოვლენის აღსანიშნავად 31 ოქტომბერი გამოცხადდა “შავი ზღვის საერთაშორისო დღედ”

воскресенье, 27 декабря 2009 г.

ბათუმის პრობლემა



აჭარის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი დამაბინძურებელი იყო ქ.ბათუმის ნაგავსაყრელი.იქ წლების მანძილზე იყრებოდა ბათუმის სამრეწველო ობიექტის წარმოების ნარჩენები.შედეგად მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე გაჩნდა 40-50 ჰა. ნაგვის სქელი ფენით დაფარული ტერიტორია.სადაც ნაგავს მხოლოდ წვავდნენ და არ ხდებოდა მისი ქიმიური ხსნარით დამუშავება.წვიმისა და წყალდიდიობის დროს ნაგვის დიდი ნაწილი მდინარეში ჩაირეცხებოდა და ზღვაში ჩადიოდა,შემდეგ კი ზღვის ტალღებს მთელ სანაპიროზე გადაჰქონდა.მდინარეს ზღვაში ჩააქვს ნაგვის შედეგად გამოყოფილი თხევადი ფრაქცია,ბაქტერიული და ქიმიური გამაბინძურებლები.
ექსპერტების აზრით,პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა ნაგავსაყრელისა და მდინარის მარჯვენა სანაპიროს ერთმანეთისაგან მექანიკური იზოლირებაა,რისთვისაც მდინარის სანაპიროს გასწვრივ ნაპირდამცავი კედელი უნდა აიგოს(პროექტი მზად არის). შემუშავებულია აგრეთვე სხვა ალტერნატივაც: ნაგავსაყრელის ადგილას შეიქმნას სარკოფაგი,სადაც მოხდება არსებული ნაგვის კონსერვაცია,იმისთვის რომ ნაგვის ლპობის შედეგად გამოყოფილი სითხე გრუნტის წყლებში არ მოხვდეს და არ შეერიოს მდინარისა და ზღვის წყლებს, გათვალისწინებულია თიხის სპეციალური საიზოლაციო ფენის აშენებაც. არსებული ნაგავსაყრელის კონსერვაციის პარალელურად ახალ ნაგავსაყრელში უნდა მოხდეს შეტანილი ნაგვის დახარისხება,აიკრძალოს რადიოაქტიური,ქიმიურად აგრესიული,მძიმე მეტალების შემცველი ნივთიერებების შეტანა.
ნაგავსაყრელის პრობლემის გადაწყვეტის გაჭიანურება აღარ შეიძლება.მექანიკური ნარჩენებით,ქიმიურად გაბინძურებულ ზღვას რეკრეაციული მნიშვნელობა უკვე დაკარგული აქვს. აჭარის პლაჟები კი ცოტა ხანში,ალბად,დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
ჩვენ დავინტერესდით რა მდგომარეობაშია აჭარის სანაპირო ზოლი და შევეცდებით ახლო მომავალში მოგაწოდოთ ინფორმაცია ამის შესახებ.

понедельник, 14 декабря 2009 г.

суббота, 12 декабря 2009 г.

როგორ აღნიშნეს 31 ოქტომბერი შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა


საქართველო
31 ოქტომბერი - უამრავი ხალხი გაემართა შავი ზღვის სანაპირო ქალაქში ამ დღის აღსანიშნავად. მოსწავლეებმა მოაწყვეს ქალაქ ბათუმის ბულვარში გამოფენა, მოხატეს ბულვარი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენტებთან ერთად.
მოეწყო ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია, სადაც ჩართული იყო 400 - მოხალისე.
სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა პოსტერები და ღია ბარათები, რომლებიც მოსწავლეებმა გაავრცელეს ქალაქში და ბოლოს, კვირეული ქალაქ ბათუმის ბულვარზე გამართულმა კონცერტმა დაასრულა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აჭარის ცნობილმა მუსიკოსებმა.
ბულგარეთი
20- მდე ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობდა 8000 - ზე მეტი ადამიანი, ამ ღონისძიებას აშუქებდა მედია და თვალს ადევნებდა 6 მილიონი მაყურებელი. ღონისძიებას მხარს უჭერდა ბულგარეთის შავი ზღვის კომისიონერი ქალბატონი ლუბა კაჩაკოვა და 8 მთავარი სანაპირო მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, ასევე - 70 ჟურნალისტი.
ვარნაში ჩატარებულ 12 - მდე ღონისძიებაში მონაწილეობდა 3000 ადამიანი, ღონიძიებაში შედიოდა პლაჟების დასუფთავება, ფოტო-გამოფენები და ლექციების მოსმენა, მოსწავლეები და მასწავლებლები კი გამოფენაში იღებდნენ მონაწილეობას. 6 ღონისძიება ჩატარდა ბულგარეთის ასოციაციის და შავი ზღვის დირექციის მხარდაჭერით. ღონიძიების შემდეგ ჩატარდა კოქტეილ-ფართი, რომელსაც ესწრებოდა გარემოს დაცვის წარმომადგენელი, მეთევზეობისა და აკვაკულტურის ინსტიტუტის დირექტორი. ჩატარებული ღონისძიებისათვის შეიქმნა 2000 პოსტერი და ამანათი, 500 მაისური, 100 ბროშურა და 20 სერთიფიკატი მედიის წარმომადგენელთათვის, რომელიც დაფინანსდა შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (BშNN), და გარემოსდაცვითი განათლების საინფორმაციო ცენტრის მიერ.

რუმინეთი
რუმინეთში ჩატარებული ღონისძიებები, რომელიც შავი ზღვის დღეს მიეძღვნა, ჩართული იყო 5000 ადამიანი. ღონისძიებას მხარს უჭერდა რუმინეთის გარემოს დაცვის მინისტრი და სახელმწიფო მდივანი. ასევე აქტიურად იყო ჩართული მასმედია, რომლის საშუალებითაც ღონისძიებას 100 ათასი მაყურებელი ადევნებდა თვალს. ინფორმაცია გავრცელდა ინტერესის საშუალებითაც.

უკრაინა
უკრაინაში ამ დღის აღსანიშნავად 15 - მდე ღონისძიება ჩატარდა, სადაც 18000 ადამიანი იყო ჩართული. მასმედიის საშუალებით 300 ათასი მაყურებელი ადევნებდა თვალს შავი ზღვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. 15 ჩატარებული ღონისძიებიდან 6 ორგანიზებული იყო ოდესაში ახალგაზრდული ეკოლოგიური ცენტრის მიერ, რომელიც მოიცავდა დასუფთავების აქციას და მასში ჩართული იყო 1000 მოხალისე. გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა ორგანიზება გაუწიეს ორ ღონისძიებას, სადაც ბავშვებმა სანაპირო ზონაში დარგეს 80 - მდე ხე. 20 - მდე სკოლაში ჩატარდა შემეცნებითი გაკვეთილები, ბავშვებმა მოაწყეს გამოფენებუი, პრეზენტაციები.

რუსეთი
რუსეთში შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში 11 ათასი ადამიანი იყო ჩართული, ღონისძიებას 40 - მდე არხი აშუქებდა, რომელსაც თვალს მილიონობით მაყურებელი ადევნებდა. კრასნოდარში მოეწყო ფოტო გამოფენა, ჩართული იყო 2000 მოსწავლე. სკოლებში გაიმართა დისკუსიები , ჩატარდა საინფორმაციო ლექციები, დასუფთავების აქციები.

თურქეთი
თურქეთში შავი ზღვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მხარს უჭერდა თურქეთის გარემოს დაცვის მინისტრი, ჩატარდა სანაპიროს დასუფთავების აქცია, სადაც ჩართული იყო 60 მოხალისე, ჩატარდა სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა. ასევე შემეცნებითი გაკვეთილები და სემინარები ბავშვებისათვის, სანაპიროები მორთული იყო შავი ზღვის დღისადმი მიძღვნილი პოსტერებით. ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა.
ნინო ლომიძე
174-ე საჯ. სკოლა მე-9 კლასი

შავი ზღვის დახასიათება




შავი ზღვა მდებარეობს ევროპასა და მცირე აზიას შორის. იგი ატლანტის ოკეანის ნაწილს წარმოადგენს და ხმელეთში საკმაოდ ღრმადა შეჭრილი.ქერჩის სრუტით დაკავშირებულია აზოვის ზღვასთანი, ხოლო ბოსფორის სრუტით, მარმარილოს ზღვით, დარდანელის სრუტით და ეგეოსის ზღვიტ -ხმელტაშუა ზღვასთან. ეს უკანასკნელი გიბლარტარის სრუტით კავშირშია ატლანტის ოკეანესთან.შავიზღვისპირა ქეყნებია თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო. შავ ზღვას ძვ.წ. მე-6-მე-5 საუკუნეებში ბერძენი ზღვაოსნები უწოდებდნენ პონტოს აქსინოსს,რაც სიტყვასიტყვით არასტუმართმოყვარე ზღვას ნიშნავს.ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში კი მათ სახელი საწინაარმდეგოთი შეუცვალეს და პონტოს ევქსინოსი (სტუმართმოყვარე ზღვა) დაარქვეს. მე-9 საუკუნიდან არაბები მას რუსეთის ზღვას უწოდებდნენ.ამჟამად კი თურქების მიერ მე-15 საუკუნეში დარქმეული სახელი ყარადენიზი ეწოდება,რაც შავ ზღვას ნიშნავს.შავი იმიტომ დაერქვა,რომ მარმარილოს ზღვიდან შემოდინებული წყალი შავი ზღვის უფრო დიდი სიღრმის გამო მუქი ფერის გვეჩვენება.
შავი ზღვის ძირითად თავისებურებას წყლის ფენობრივი ხასიათი წარმოადგენს. კერძოდ, 100-150 მ. სისქის მქონე ზედაპირული ფენა ნაკლებმარილიანია და შესაბამისად მსუბუქია მის ქვეშ მდებარე წყლის მასაზე. ეს განსხვავება იმდენად მკვეთრია,,რომ წყალცვლა აღნიშნულ ფენებს შორის თითქმის არ მიმდინარეობს. აქედან გამომდინარეობს შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი თავისებურება - გოგირდწყალბადის უზარმაზარი რაოდენობის შემცველობა.კერძოდ, აღნიშნული გაზის კონცენტრაცია ფსკერთან 11-14 მლ/ლ-ს შეადგენს, რაც 23-29-ჯერ აღემატება სხვა ზღვების ამავე მაჩვენებელს. გოგირდწყალბადი აქ ძირითაად ჩნდება ბაქტერიების სასიცოცხლო და ზედაპირულ ფენებს შორის თითქმის არ ხდება მათი სიმკვრივეების მკვეთრად განსხვავების გამო.მცირე სიღრმისა და სიგანის ბოსფორის სრუტით მარმარილოს ზღვასთან წყალცვლა მეტად უმნიშვნელოა.
ზემოაღნიშნული განსაკუთრებულობის შედეგად შავ ზღვაში 150-200 მ. სიღრმის ქვემოთ ფაქტიურად სიცოცხლე არ არის.
შავი ზღვა, ისევე როგორც წყლს მთელი რიგი სხვა ობიექტები, ჭუჭყიანდება. მას ყველაზე მეტად აჭუჭყიანებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები. ნავთობით განსაკუთრებით გაჭუჭყიანებულია ზღვის დასავლეთი ნაწილი,სადაც გადის საზღვაო ხაზები- ოდესა-დუნაის შესართავი-სტამბოლი და ოდესა-დუნაის შესართავი-ვარნა.ბოლო დროს საკმაოდ დიდი სამუშაოები ტარდება შავი ზღვის წყლის და სანაპიროს დაცვის მიზნით.

სანდრო ცხვედაძე

174-ე საჯარო სკოლა. მე-9 კლასი

пятница, 11 декабря 2009 г.

შავი ზღვის გაჭუჭყიანება


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის კონცეფციის თანახმად, ზღვის გაჭუჭყიანებაში იგულისხმება ადამიანის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ზღვაში ისეთი ნივთიერებების და შეტანა, რომელიც ზიანს აყენებს ზღვის ცოცხალ ორგანიზმებს, სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ხელს უშლის სარეწაო თევზჭერას,საზღვაო მოღვაწეობას, აუარესებს წყლის ხარისხს, დასასვენებელ და სარეკრეციო პირობებს.
შავ ზღვას ყველაზე მეტად ნავთობი და ნავთობპროდუქტები აჭუჭყიანებს. აქ
ნავთობის ლაქები აღმოჩენილია ტანკერების ინტენსიური მოძრაობის გზებიდან ძალიან შორსაც.დადგენილია, რომ ნავთობის უდიდესი რაოდნობა ზღვაში ხვდება ე.წ. საბალასტო (სამძიმი) წყლებით. კერძოდ, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვის შემდეგ ტანკერმა საზღვაოსნო თვისება რომ არ გაიუარესოს, მისი ტანკი ივსება ბალისტით–ზღვის წყლით. ტანკერის დატვირთვის წინ გაჭუჭყიანებულ წყალს ზღვაში გადაქაჩავენ და ასეთი მოქმედებით მნიშვნელოვნად აუარესებენ ზღვის წყლის ხარისხს. დადგენილია, რომ ნავთობით და ნავთობპროდუქტებით თევზების მოწამვლა იწყება მაშინ, როდესაც ნავთობის შემცველობა ზღვის ერთ ლიტრ წყალში 15 მგ-ია.
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის სანაპირო წყლების გამაჭუჭყიანებლების დაახლოებით 75% ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე მოდის. ნავთობით განსაკუთრებით გაჭუჭყიანებულია ზღვის ის დასავლეთი ნაწილი, სადაც გადის საზღვაო ხაზები: ოდესა–დუნაის შესართავი–სტამბული და ოდესა–დუნაის შესართავი–ვარნა. საქართველოს ფარგლებში გაჭუჭყიანების მხრივ ყველაზე რთული სიტუაციაა ბათუმის ყურეში. აქ ნავთობპროდუქტებით ზღვის წყლის გაჭუჭყიანების გამო გაქრა მრავალი სახეობის კიბორჩხალი, მოლუსკი, კრევეტი, თევზის ბევრი სახეობა. აქ ფენოლების შემცველობა დასაშვებ ნორმას დაახლოებით 50–ჯერ აჭარბებს. ნავთობპროდუქტების 40–ჯერ, ორგანული ნივთიერებების 12–ჯერ, აზოტის სხვადასხვა ნაერთის 6–ჯერ და ა.შ.
ნავთობსა და ნავთობპროდუქტებთან ერთად შავი ზღვის გაჭუჭყიანებაში
მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გაჭუჭყიანებულ ჩამდინარე წყლებს, კვების პროდუქტების ნარჩენებს, სასუქებს, შხამქიმიკატებს, სარეცხ და სადეზინფექციო საშუალებებს. ზეთს, ფისს, სამრეწველო საწარმოების ნარჩენებს განსაკუთრებით პლასტმასის და სინთეზური ნივთიერებების მწარმოებლებს და სხვა. დადგენილია, რომ სანაპირო ზოლში არსებული დასახელებული პუნქტებიდან. მათ შორის კურორტებიდან, ჩამდინარე წყლებს ყოველწლიულრად შავ ზღვაში შეაქვთ დაახლოებით 7000 ტ აზოტი, 2000 ტ ფოსფორი, 20000 ტ ორგანული ნივთიერებები და სხვა. შავი ზღვის წყლის ზედა ფენის გაჭუჭყიანებლის ხარისხი მაქსიმუმს ზაფხულში აღწევს.

ნინო მამულაშვილი
174-საჯარო სკოლა მე-9 კლასი