როდის აფეთქდება შავი ზღვა

პრობლემა:
შავი ზღვის სიღრმე საშუალოდ 220 მეტრია.ამჟამად მისი მხოლოდ ზედა 100 მეტრიანი ფენაა ჟანგბადის შემცველი და მაშასადამე სიცოცხლის მატარებელიც.ქვედა ფენა კი ფაქტიურად მკვდარია-მოწამლულია გოგირდწყალბადით.1980-ანი წლებიდან ყოველწლიურად გოგირდწყალბადის დონე ზღვაში იწევს ზევით ორი მეტრით,თანაც რაც უფრო იზრდება მისი დონე,მით უფრო ჩქარდება ეს პროცესი.ამასთანავე არ მოჩანს ამ საბედისწერო პროცესის ბუნებრივი გაწონასწორების პერსპექტივა,თუ არ შეწყდა გოგირდწყალბადის გამოყოფა ზღვაში.
მიზეზი:
საქმე ის გახლავთ,რომ შავ ზღვას აქვს ერთობ ვიწრო და მეჩეჩიანი ყელი-ბოფორის სრუტე(სიგრძე-30 კმ. სიგანე-3700-750მ,სიღრმე 27,5-121 მეტრი)რომელშიც ორი დინება შეინიშნება:ზედა-შავი ზღვიდან მარმარილოს ზღვისაკენ და ქვედა-მარმარილოს ზღვიდან შავი ზღვისკენ.ზედა დინებას გააქვს წელიწადში 325 მ3 წყალი მარმარილოს ზღვაში.ქვედას შემოაქვს 173 კმ.კუბი წყალი.ზედა დინებას გადააქვს შავი ზღვის წყალი ზედა ფენიდან,რომელიც არ არის (ჯერ-ჯერობით)მოწამლული გოგირდწყალბადით.

სავალალო შედეგი:
თუ არ მოხდება ზემოთხსენებულ საბედისწერო პროცესში ხელოვნური ჩარევა,რამდენიმე ათეულ წელიწადში არნახული ეკოლოგიური კატასტროფის მომსწრენი გავხდებით.შავი ზღვა მოიწამლება გოგირდწყალბადით და მასში სიცოცხლე შეწყდება.ზღვის სიკვდილი კი თავისთავად ეკოლოგიური კატაკლიზმია,ხოლო თუ ამას ზედ დაერთო კიდევ გოგირდწყალბადის აფეთქებაც(რაც შესაძლოა მოყვეს ძლიერ მიწისძვრას)მაშინ ატომური აფეთქების მაგვარი უბედურება დაგვატყდება თავს.ამ დროს წარმოიშვება ცად ატყორცნილი უდიდესი მასა გოგირდ მჟავასი,რომელიც მერე მომაკვდინებელ წვიმად მოევლინება დედამიწას

ისტორიის ფურცლებიდან


1996 წლის 31 ოქტომბერს ბულგარეთის,რუმინეთის,რუსეთის,საქართველოსა და უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრები ერთმანეთს სტამბულში შეხვდნენ,სადაც ხელი მოეწერა შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას,ყველაზე უფრო ყოვლისმომცველ პროგრამას,რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ზღვის გადასარჩენად ოდესმე შექმნილა.
შავი ზღვის გარემოსდაცვითი პროგრამის (BSEP) მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა კიდევ ერთხელ ცხადყო,რომ შავი ზღვის გარემო სავალალო მდგომარეობაშია,მაგრამ თან დაგვანახა,რომ სიტუაცია სულ მთლად უიმედო არ არის-შავი ზღვის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.დოკუმენტი,რომელსაც ხელი მოეწერა,უბრალო შეშფოთების განცხადება არ არის.ამ დოკუმენტში ის ღონისძიებებია გათვალისწინებული,რომლებიცდაბინძურების წყაროებს კონტროლს გაუწევს.
სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია.ზღვის დაბინძურება საერთაშორისო საზღვრებს არაფრად აგდებს.ზღვის დაბინძურებაში რეგიონის არცერთი ქვეყანა არ არის უდანაშაულო.აგრეთვე სახელმწიფო თავს ვერ დაიცავს დაბინძურების უარყოფითი შედეგების ზეგავლენებისაგან ქვეყნის ეკონომიკაზე თუ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
შტრატეგიულ გეგმაზე ხელის მოწერით ქვეყნებმა მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება-იმუშაონ მთელს რეგიონში 160 მილიონი ადამიანის კეთილდღეობისათვის.
ამ მოვლენის აღსანიშნავად 31 ოქტომბერი გამოცხადდა “შავი ზღვის საერთაშორისო დღედ”

четверг, 25 февраля 2010 г.

მსოფლიო ოკეანის წყლის საერთო მოცულობა 1370 მლნ. კმ3შეადგენს. ზღვის წყალში გახსნილია მინერალური მარილები, აირები (უმთავრესად ჟანგბადი, აზოტი, ნახშირორჟანგი, ზოგიერთ რაიონში გოგირდწყალბადი), უმნიშვნელო რაოდენობით ორგანული ნივთიერებები (1-5 მგ/ლ) და აგრეთვე გაუხსნელი ორგანული და მინერალური ნაერთები.
ზღვის წყალს ახასიათებს შემდეგი ქიმიური და ფიზიკური თვისებები:
მარილიანობა-რომელიც გამოისახება პრომილეთი და უჩვენებს 1 კგ ზღვის წყალში გახსნილ მყარ ნივთიერებათა რაოდენობას გრამებით. ოკეანეში ზღვის წყლის საშუალო მარილიანობა 35%-მდეა;
სიმკვრივე-რომელიც დამოკიდებულია ზღვის წყლის მარილიანობაზე, ტემპერატურასა და წნევაზე;
კუმშვადობა-რომელიც იმდენად უმნიშვნელოა, რომ წნევის გაზრდა 1000 დეციბარით, რაც სიღრმის დაახლოებით 1 კმ-ით გადიდებას შეესაბამება, იწვევს სიმკვრივის მომატებას მხოლოდ 0,004-ით;
ბგერის სიჩქარე-რომელიც მეტია, ვიდრე მტკნარ წყალში, და კიდევ მატულობს მარილიანობისა და ტემპერატურის ზრდასთან ერთად;
სინათლის შთანთქმის კოეფიციენტი-რომელიც მაქსიმალურია სპექტრის ინფრაწითელ ნაწილში.
ოკეანოლოგიაში ფართოდ იყენებენ აგრეთვე ზღვის წყლის შეფარდებით ელექტროგამტარობას, კუთრ სითბო-ტევადობას და სხვა.
ანი კაპანაძე N174-ე საჯ.სკოლა. XI კლასი

1 комментарий: