пятница, 11 декабря 2009 г.
შავი ზღვის გაჭუჭყიანება
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის კონცეფციის თანახმად, ზღვის გაჭუჭყიანებაში იგულისხმება ადამიანის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ზღვაში ისეთი ნივთიერებების და შეტანა, რომელიც ზიანს აყენებს ზღვის ცოცხალ ორგანიზმებს, სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ხელს უშლის სარეწაო თევზჭერას,საზღვაო მოღვაწეობას, აუარესებს წყლის ხარისხს, დასასვენებელ და სარეკრეციო პირობებს.
შავ ზღვას ყველაზე მეტად ნავთობი და ნავთობპროდუქტები აჭუჭყიანებს. აქ
ნავთობის ლაქები აღმოჩენილია ტანკერების ინტენსიური მოძრაობის გზებიდან ძალიან შორსაც.დადგენილია, რომ ნავთობის უდიდესი რაოდნობა ზღვაში ხვდება ე.წ. საბალასტო (სამძიმი) წყლებით. კერძოდ, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვის შემდეგ ტანკერმა საზღვაოსნო თვისება რომ არ გაიუარესოს, მისი ტანკი ივსება ბალისტით–ზღვის წყლით. ტანკერის დატვირთვის წინ გაჭუჭყიანებულ წყალს ზღვაში გადაქაჩავენ და ასეთი მოქმედებით მნიშვნელოვნად აუარესებენ ზღვის წყლის ხარისხს. დადგენილია, რომ ნავთობით და ნავთობპროდუქტებით თევზების მოწამვლა იწყება მაშინ, როდესაც ნავთობის შემცველობა ზღვის ერთ ლიტრ წყალში 15 მგ-ია.
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის სანაპირო წყლების გამაჭუჭყიანებლების დაახლოებით 75% ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე მოდის. ნავთობით განსაკუთრებით გაჭუჭყიანებულია ზღვის ის დასავლეთი ნაწილი, სადაც გადის საზღვაო ხაზები: ოდესა–დუნაის შესართავი–სტამბული და ოდესა–დუნაის შესართავი–ვარნა. საქართველოს ფარგლებში გაჭუჭყიანების მხრივ ყველაზე რთული სიტუაციაა ბათუმის ყურეში. აქ ნავთობპროდუქტებით ზღვის წყლის გაჭუჭყიანების გამო გაქრა მრავალი სახეობის კიბორჩხალი, მოლუსკი, კრევეტი, თევზის ბევრი სახეობა. აქ ფენოლების შემცველობა დასაშვებ ნორმას დაახლოებით 50–ჯერ აჭარბებს. ნავთობპროდუქტების 40–ჯერ, ორგანული ნივთიერებების 12–ჯერ, აზოტის სხვადასხვა ნაერთის 6–ჯერ და ა.შ.
ნავთობსა და ნავთობპროდუქტებთან ერთად შავი ზღვის გაჭუჭყიანებაში
მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გაჭუჭყიანებულ ჩამდინარე წყლებს, კვების პროდუქტების ნარჩენებს, სასუქებს, შხამქიმიკატებს, სარეცხ და სადეზინფექციო საშუალებებს. ზეთს, ფისს, სამრეწველო საწარმოების ნარჩენებს განსაკუთრებით პლასტმასის და სინთეზური ნივთიერებების მწარმოებლებს და სხვა. დადგენილია, რომ სანაპირო ზოლში არსებული დასახელებული პუნქტებიდან. მათ შორის კურორტებიდან, ჩამდინარე წყლებს ყოველწლიულრად შავ ზღვაში შეაქვთ დაახლოებით 7000 ტ აზოტი, 2000 ტ ფოსფორი, 20000 ტ ორგანული ნივთიერებები და სხვა. შავი ზღვის წყლის ზედა ფენის გაჭუჭყიანებლის ხარისხი მაქსიმუმს ზაფხულში აღწევს.
ნინო მამულაშვილი
174-საჯარო სკოლა მე-9 კლასი
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий