როდის აფეთქდება შავი ზღვა

პრობლემა:
შავი ზღვის სიღრმე საშუალოდ 220 მეტრია.ამჟამად მისი მხოლოდ ზედა 100 მეტრიანი ფენაა ჟანგბადის შემცველი და მაშასადამე სიცოცხლის მატარებელიც.ქვედა ფენა კი ფაქტიურად მკვდარია-მოწამლულია გოგირდწყალბადით.1980-ანი წლებიდან ყოველწლიურად გოგირდწყალბადის დონე ზღვაში იწევს ზევით ორი მეტრით,თანაც რაც უფრო იზრდება მისი დონე,მით უფრო ჩქარდება ეს პროცესი.ამასთანავე არ მოჩანს ამ საბედისწერო პროცესის ბუნებრივი გაწონასწორების პერსპექტივა,თუ არ შეწყდა გოგირდწყალბადის გამოყოფა ზღვაში.
მიზეზი:
საქმე ის გახლავთ,რომ შავ ზღვას აქვს ერთობ ვიწრო და მეჩეჩიანი ყელი-ბოფორის სრუტე(სიგრძე-30 კმ. სიგანე-3700-750მ,სიღრმე 27,5-121 მეტრი)რომელშიც ორი დინება შეინიშნება:ზედა-შავი ზღვიდან მარმარილოს ზღვისაკენ და ქვედა-მარმარილოს ზღვიდან შავი ზღვისკენ.ზედა დინებას გააქვს წელიწადში 325 მ3 წყალი მარმარილოს ზღვაში.ქვედას შემოაქვს 173 კმ.კუბი წყალი.ზედა დინებას გადააქვს შავი ზღვის წყალი ზედა ფენიდან,რომელიც არ არის (ჯერ-ჯერობით)მოწამლული გოგირდწყალბადით.

სავალალო შედეგი:
თუ არ მოხდება ზემოთხსენებულ საბედისწერო პროცესში ხელოვნური ჩარევა,რამდენიმე ათეულ წელიწადში არნახული ეკოლოგიური კატასტროფის მომსწრენი გავხდებით.შავი ზღვა მოიწამლება გოგირდწყალბადით და მასში სიცოცხლე შეწყდება.ზღვის სიკვდილი კი თავისთავად ეკოლოგიური კატაკლიზმია,ხოლო თუ ამას ზედ დაერთო კიდევ გოგირდწყალბადის აფეთქებაც(რაც შესაძლოა მოყვეს ძლიერ მიწისძვრას)მაშინ ატომური აფეთქების მაგვარი უბედურება დაგვატყდება თავს.ამ დროს წარმოიშვება ცად ატყორცნილი უდიდესი მასა გოგირდ მჟავასი,რომელიც მერე მომაკვდინებელ წვიმად მოევლინება დედამიწას

ისტორიის ფურცლებიდან


1996 წლის 31 ოქტომბერს ბულგარეთის,რუმინეთის,რუსეთის,საქართველოსა და უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრები ერთმანეთს სტამბულში შეხვდნენ,სადაც ხელი მოეწერა შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას,ყველაზე უფრო ყოვლისმომცველ პროგრამას,რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ზღვის გადასარჩენად ოდესმე შექმნილა.
შავი ზღვის გარემოსდაცვითი პროგრამის (BSEP) მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა კიდევ ერთხელ ცხადყო,რომ შავი ზღვის გარემო სავალალო მდგომარეობაშია,მაგრამ თან დაგვანახა,რომ სიტუაცია სულ მთლად უიმედო არ არის-შავი ზღვის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.დოკუმენტი,რომელსაც ხელი მოეწერა,უბრალო შეშფოთების განცხადება არ არის.ამ დოკუმენტში ის ღონისძიებებია გათვალისწინებული,რომლებიცდაბინძურების წყაროებს კონტროლს გაუწევს.
სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია.ზღვის დაბინძურება საერთაშორისო საზღვრებს არაფრად აგდებს.ზღვის დაბინძურებაში რეგიონის არცერთი ქვეყანა არ არის უდანაშაულო.აგრეთვე სახელმწიფო თავს ვერ დაიცავს დაბინძურების უარყოფითი შედეგების ზეგავლენებისაგან ქვეყნის ეკონომიკაზე თუ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
შტრატეგიულ გეგმაზე ხელის მოწერით ქვეყნებმა მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება-იმუშაონ მთელს რეგიონში 160 მილიონი ადამიანის კეთილდღეობისათვის.
ამ მოვლენის აღსანიშნავად 31 ოქტომბერი გამოცხადდა “შავი ზღვის საერთაშორისო დღედ”

суббота, 12 декабря 2009 г.

როგორ აღნიშნეს 31 ოქტომბერი შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა


საქართველო
31 ოქტომბერი - უამრავი ხალხი გაემართა შავი ზღვის სანაპირო ქალაქში ამ დღის აღსანიშნავად. მოსწავლეებმა მოაწყვეს ქალაქ ბათუმის ბულვარში გამოფენა, მოხატეს ბულვარი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენტებთან ერთად.
მოეწყო ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია, სადაც ჩართული იყო 400 - მოხალისე.
სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა პოსტერები და ღია ბარათები, რომლებიც მოსწავლეებმა გაავრცელეს ქალაქში და ბოლოს, კვირეული ქალაქ ბათუმის ბულვარზე გამართულმა კონცერტმა დაასრულა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აჭარის ცნობილმა მუსიკოსებმა.
ბულგარეთი
20- მდე ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობდა 8000 - ზე მეტი ადამიანი, ამ ღონისძიებას აშუქებდა მედია და თვალს ადევნებდა 6 მილიონი მაყურებელი. ღონისძიებას მხარს უჭერდა ბულგარეთის შავი ზღვის კომისიონერი ქალბატონი ლუბა კაჩაკოვა და 8 მთავარი სანაპირო მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, ასევე - 70 ჟურნალისტი.
ვარნაში ჩატარებულ 12 - მდე ღონისძიებაში მონაწილეობდა 3000 ადამიანი, ღონიძიებაში შედიოდა პლაჟების დასუფთავება, ფოტო-გამოფენები და ლექციების მოსმენა, მოსწავლეები და მასწავლებლები კი გამოფენაში იღებდნენ მონაწილეობას. 6 ღონისძიება ჩატარდა ბულგარეთის ასოციაციის და შავი ზღვის დირექციის მხარდაჭერით. ღონიძიების შემდეგ ჩატარდა კოქტეილ-ფართი, რომელსაც ესწრებოდა გარემოს დაცვის წარმომადგენელი, მეთევზეობისა და აკვაკულტურის ინსტიტუტის დირექტორი. ჩატარებული ღონისძიებისათვის შეიქმნა 2000 პოსტერი და ამანათი, 500 მაისური, 100 ბროშურა და 20 სერთიფიკატი მედიის წარმომადგენელთათვის, რომელიც დაფინანსდა შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (BშNN), და გარემოსდაცვითი განათლების საინფორმაციო ცენტრის მიერ.

რუმინეთი
რუმინეთში ჩატარებული ღონისძიებები, რომელიც შავი ზღვის დღეს მიეძღვნა, ჩართული იყო 5000 ადამიანი. ღონისძიებას მხარს უჭერდა რუმინეთის გარემოს დაცვის მინისტრი და სახელმწიფო მდივანი. ასევე აქტიურად იყო ჩართული მასმედია, რომლის საშუალებითაც ღონისძიებას 100 ათასი მაყურებელი ადევნებდა თვალს. ინფორმაცია გავრცელდა ინტერესის საშუალებითაც.

უკრაინა
უკრაინაში ამ დღის აღსანიშნავად 15 - მდე ღონისძიება ჩატარდა, სადაც 18000 ადამიანი იყო ჩართული. მასმედიის საშუალებით 300 ათასი მაყურებელი ადევნებდა თვალს შავი ზღვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. 15 ჩატარებული ღონისძიებიდან 6 ორგანიზებული იყო ოდესაში ახალგაზრდული ეკოლოგიური ცენტრის მიერ, რომელიც მოიცავდა დასუფთავების აქციას და მასში ჩართული იყო 1000 მოხალისე. გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა ორგანიზება გაუწიეს ორ ღონისძიებას, სადაც ბავშვებმა სანაპირო ზონაში დარგეს 80 - მდე ხე. 20 - მდე სკოლაში ჩატარდა შემეცნებითი გაკვეთილები, ბავშვებმა მოაწყეს გამოფენებუი, პრეზენტაციები.

რუსეთი
რუსეთში შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში 11 ათასი ადამიანი იყო ჩართული, ღონისძიებას 40 - მდე არხი აშუქებდა, რომელსაც თვალს მილიონობით მაყურებელი ადევნებდა. კრასნოდარში მოეწყო ფოტო გამოფენა, ჩართული იყო 2000 მოსწავლე. სკოლებში გაიმართა დისკუსიები , ჩატარდა საინფორმაციო ლექციები, დასუფთავების აქციები.

თურქეთი
თურქეთში შავი ზღვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მხარს უჭერდა თურქეთის გარემოს დაცვის მინისტრი, ჩატარდა სანაპიროს დასუფთავების აქცია, სადაც ჩართული იყო 60 მოხალისე, ჩატარდა სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა. ასევე შემეცნებითი გაკვეთილები და სემინარები ბავშვებისათვის, სანაპიროები მორთული იყო შავი ზღვის დღისადმი მიძღვნილი პოსტერებით. ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა.
ნინო ლომიძე
174-ე საჯ. სკოლა მე-9 კლასი

1 комментарий:

  1. Ford Focus Titanium - The titanium and copper engineering
    With titanium trim our premium titanium material, we can create high quality products trekz titanium headphones that are titanium knee replacement tailored to titanium bolt the needs of consumers. These titanium ford edge titanium steel $5.00

    ОтветитьУдалить