
აჭარის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი დამაბინძურებელი იყო ქ.ბათუმის ნაგავსაყრელი.იქ წლების მანძილზე იყრებოდა ბათუმის სამრეწველო ობიექტის წარმოების ნარჩენები.შედეგად მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე გაჩნდა 40-50 ჰა. ნაგვის სქელი ფენით დაფარული ტერიტორია.სადაც ნაგავს მხოლოდ წვავდნენ და არ ხდებოდა მისი ქიმიური ხსნარით დამუშავება.წვიმისა და წყალდიდიობის დროს ნაგვის დიდი ნაწილი მდინარეში ჩაირეცხებოდა და ზღვაში ჩადიოდა,შემდეგ კი ზღვის ტალღებს მთელ სანაპიროზე გადაჰქონდა.მდინარეს ზღვაში ჩააქვს ნაგვის შედეგად გამოყოფილი თხევადი ფრაქცია,ბაქტერიული და ქიმიური გამაბინძურებლები.
ექსპერტების აზრით,პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა ნაგავსაყრელისა და მდინარის მარჯვენა სანაპიროს ერთმანეთისაგან მექანიკური იზოლირებაა,რისთვისაც მდინარის სანაპიროს გასწვრივ ნაპირდამცავი კედელი უნდა აიგოს(პროექტი მზად არის). შემუშავებულია აგრეთვე სხვა ალტერნატივაც: ნაგავსაყრელის ადგილას შეიქმნას სარკოფაგი,სადაც მოხდება არსებული ნაგვის კონსერვაცია,იმისთვის რომ ნაგვის ლპობის შედეგად გამოყოფილი სითხე გრუნტის წყლებში არ მოხვდეს და არ შეერიოს მდინარისა და ზღვის წყლებს, გათვალისწინებულია თიხის სპეციალური საიზოლაციო ფენის აშენებაც. არსებული ნაგავსაყრელის კონსერვაციის პარალელურად ახალ ნაგავსაყრელში უნდა მოხდეს შეტანილი ნაგვის დახარისხება,აიკრძალოს რადიოაქტიური,ქიმიურად აგრესიული,მძიმე მეტალების შემცველი ნივთიერებების შეტანა.
ნაგავსაყრელის პრობლემის გადაწყვეტის გაჭიანურება აღარ შეიძლება.მექანიკური ნარჩენებით,ქიმიურად გაბინძურებულ ზღვას რეკრეაციული მნიშვნელობა უკვე დაკარგული აქვს. აჭარის პლაჟები კი ცოტა ხანში,ალბად,დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
ჩვენ დავინტერესდით რა მდგომარეობაშია აჭარის სანაპირო ზოლი და შევეცდებით ახლო მომავალში მოგაწოდოთ ინფორმაცია ამის შესახებ.
Комментариев нет:
Отправить комментарий